![]() |
|
|
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრების ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე წარმატებულმა ასპარეზობამ, ქართული რაგბის ავტორიტეტი გაზარდა, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიო სარაგბო სივრცეში და მასთან დაკავშირებულ ბიზნეს და სარეკლამო სფეროებში. რაგბი საქართველოში ვაჟკაცობასთან, წარმატებასთან, გამარჯვებასთან ასოცირდება. 2007 წელს, საქართველოს "ქვიშის კავშირის" ორგანიზებით, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად ქ. ქობულეთში ჩატარდა "ქვიშის რაგბის" ტურნირი. ტურნირში მასმედიის და შოუ-ბიზნესის ცნობადი სახეები მონაწილეობდნენ, რამაც ტურნირის ვმსვლელობას სადღესასწაულო, სახალისო ელფერი მისცა და ბლომად მაყურებელიც მოიზიდა. "ქვიშის რაგბი" დინამიური, მიმზიდველი სანახაობაა, რომელიც, გასართობი სპეციფიკიდან გამომდინარე, საკურორტო ქალაქებში - სანაპიროზე, მინი ქვიშის მოედანზე, მუსიკალური ტაიმაუტების და სხვადასხვა გასართობი ელემენტების თანხლებით ტარდება. "ქვიშის რაგბის" ტურნირი რაგბის გამარტივებული წესებით ჩატარებულ სახალისო შეჯიბრ-სანახაობა გახლავთ. "ქვიშის რაგბის კავშირის" და "რაგბის კავშირის" 2008 წელს დაგეგმილი აქვს, მინიმუმ 4 ტურნირი:
|
სპონსორები |