|
|
საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის ისტორია
ქვიშის რაგბი ჩვენი ერთერთი ყველაზე პროგრესირებადი სპორტის სახეობაა, არამხოლოდ ზღისპირა ქვეყნებსა და ქალაქებში. დღესდრეისობით სპორტის ეს სახეობა გადადის სხვა ეტაპზე, იძენს მეტ პროფესიონალიზმის ელემენტებს, რაზეც მეტყველებს 2007 წლიდან მსოფლიო ფედერაციის, IRB-ს კურატორების (კონტროლის) ქვეშ გადასვლა, რაც თავის მხრივ მსოფლიო ქვიშის რაგბის პროგრესს დააჩქარებს. მსოფლიო სარაგბო სივრცეში რაგბი XV, რაგბი VII და რაგბი XIII ბადებს ახალ სარაგბო დისციპლინას – ქვიშის რაგბს.
ქვიშის რაგბი ზემოთ ნახსენები რაგბი VII-ის მსგავსად სარაგბო დისციპლინისაგან გამოირჩევა თავისი დინამიზმით, გუნდის განაცხადის სიმცირით, მცირე სათამაშო დროით, რაც სამომავლოდ ზრდის შანსს, ზაფხულის ოლიმპიადაზე ქვიშის სპორტის სხვა სახეობებთან ერთად იქნას წარმოდგენილი.
სპორტის ამ სახეობის კონცეფცია და ფილოსოფია მიმართულია ცხოვრების აქტიური წესის პროპაგანდაზე, განვითარდეს ზაფხულის დასვენების პროგრესული კულტურის წესი. ხელმისაწვდომი იყოს და ისიამოვნოს ყველა სოციალურმა ფენამ, ასაკისა და სქესის განურჩევლად, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა.
ქვიშის რაგბის შეჯიბრი სარაგბო ჟინის ჰარმონიული შერწყმაა მუსიკისა და მრავალფეროვან გასართობ პროგრამასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ზაფხულის სპორტული მუსიკალურ-გასართობი დასვენების დიდი ინდუსტრია. |
სპონსორები
|